უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები, არ უნდა ფიგურირებდეს.
ბესელიას თქმით, აღნიშნული ფაქტი, მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, პირდაპირ ჩარევად აღიქმევა.
„რეზოლუციაში უნდა იყოს ასახული რეალობა, ქვეყანაში არსებული მიღწევებისა და რეფორმების შესახებ, მაგრამ არა კონკრეტული გვარები, რომელთა საქმეები სასამართლო ეტაპზეა, რადგან ეს აღიქმება, როგორც პირდაპირი ჩარევა. არასერიოზულია, რომ ევროსაბჭომ გაიზიაროს „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად უპასუხისმგებლო შენიშვნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებდეს ამ რეზოლუციაში იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენი ოპონენტები აყენებენ. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერთ“, - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციის საბოლოო ვერსია დღეს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






