ქარდავა: ქუჩას კრიმინალი კი არა, პოლიცია უნდა აკონტროლებდეს
პოლიტიკა - 01:00, 01 Oct, 2014     1343

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეაფასა და „ქართული ოცნების“ მთავარ წარმატებასა და წარუმატებლობაზე ისაუბრა.

"ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულწილად თავისუფალი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლით, თითქოსდა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა და ამოწურა. ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკურად ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი აქტი იყო ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ქართულმა ოცნებამ“ ეს ნამდვილად მოახერხა, რომ ხელისუფლება, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას წავიდა მშვიდობიანად და ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა. ბუნებრივია მას ამ გზაზე მოუწია მრავალი დაპირების ჩამორიგება, ძალიან ბევრი დაპირება, რომელსაც ჩვენ ვისმენდით ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, უკვე წინასწარ ჩანდა, რომ ძნელად შესასრულებელი იქნებოდა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე წიანსაარჩევნო კამპანიის დროს ამაზე ნაკლებად თუ ვინმე ფიქრობს, რომ მომავალში მას ამ დაპირებებზე პასუხისგება მოუწევს“,- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, სწორედ ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა „ქართული ოცნებაც“. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.

„საუბარი იმაზე, რომ პირველი წელი იყო პრობლემა და კოაბიტაციის რეჟიმში ხელისუფლებას გაუჭირდა დაპირებების შესრულება დასრულდა - ჩაიარა ამ პირველმა წელმა; მეორე წელიწადიც სრულდება და კვლავ ხდება აპელირება წარსულზე და საუბარი იმაზე, რომ წარსულში უფრო უარესი იყო, რაღაც უფრო ცუდად ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და ახლა ეს ასე არ ხდება...თუ მუდმივად წარულზე ისაუბრებს ხელისუფლება ის ამ ტაქტიკით მხოლოდ დროს კარგავს და მომავალ მესამე წელიწადს უკვე მოსახლეობა ამას არ მოითმენს და „ქართული ოცნების“ წინაშე დააყენებს სწორედ იმ საკითხებს რომელიც აწუხებს, თუ როდის მოხდება იმ დაპირებების შესრულება, რომელიც უხვად იქნა ჩამორიგებული“,- აღნიშნა ქარდავამ.

ქარდავა ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობას შეეხო და ქვეყანაში შექმნილ კრიმინალურ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ნაციონალური ხელისუფლების პირობებში თუ ნიღბებით უვარდებოდნენ ბიზნესმენებს ეს დღეს შეიძლება ითქვას, რომ არ ხდება, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურები ნიღბებით, იარაღებით და ხელკეტებით არ უვარდება ბიზნესმენესბს და შიში იმისა, შეიძლება საწარმოს კარები გაიღოს და შემოვარდეს რომელიღაც ძალისმიერი სტრუქტურის შავებში გამოწყობილი ადამიანები არ არსებობს, მაგრამ რეალურად, ბიზნესის განვითრებისთვის დამერწმუნეთ სერიოზული ნაბიჯები არ არის გადადგმული, ფრაგმენტული ინიციატივები ბიზნეს ვერ განავითარებს, საჭიროა კომპლექსური რეფორმები ამ მიმართულებით.

იგივე კრიმინალთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ბუნებრივია პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის ფონზე გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა, მაგრამ მართლაც იყო ძალიან ბევრი ადამიანი გასაშვები და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ძალიან სწორად მოიქცა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არ ვეთანხმები იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხებოდა, ამ შემთხვევაში საგარეო საფრთხეებს ვგულისხმობ. რაც შეეხება კრიმინოგენური ვითარების გამწვავებას, აქ ხელისუფლება ბევრად უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა ამნისტიის შედეგებს, ეს დღესაც შეიძლება გამოსწორდეს, მხოლოდ არა იმ გზით, რომ სხვას გადაბრალდეს სიტუაციის გამწვავება, ის რომ დღეს კრიმინალური ვითარება დაძაბულია, ამას „რუსთავი 2“-ის მხრიდან დამატებითი ძალისხმევა არ სჭირდება, სიტუაციის გამოსწორებისთვის თუ დროს არ დაკარგავს ხელისუფლება იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში უფრო ცუდად იყო საქმე, ვიდრე ვთქვათ დღეს არის ან ლუდის ქუჩაში დალევისთვის კი არ დაიჭერენ ადამიანებს და საბჭოთა გადმონაშთის რეიდებით კი არ შეეცდებიან სიტუაციის გამოსწორებას, არამედ რეალური პრევენციული ქმედებებით არ დაუთმობენ კრიმინალს ქუჩას, ვითარება პოზიტივისკენ შეიცვლება ანუ მარტივია, ქუჩას უნდა აკონტროლებდეს პოლიცია და არა კრიმინალი" ,- განაცხადა ქარდავამ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42