"ქართული ოცნების თვითტკბობა რჩება თვითტკბობად"- დავით საყვარელიძე
პოლიტიკა - 22:46, 30 Sep, 2014     1541

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის განცხადებით, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მიღწევების სიმპტომები ჯერჯერობით არ ჩანს. "სამწუხაროდ, ქართული ოცნების თვითტკბობა რჩება თვითტკბობად"- აღნიშნა დეპუტატმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში"

"მიღწევებში ასახელებენ თავისუფალ გარემოს. თავისუფალი გარემო არის ძალიან ბევრი უპასუხისმგებლოდ და მავნებლურად გათავისუფლებული კრიმინალისთვის. ბოლო თვეები და განსაკუთრებით, ზაფხული იყო კატასტროფული იყო კრიმინალის ჩადენის კუთხით. ორი წლის წინ, ყველაზე არაპოპულარულ პერიოდში ვლაპარაკობდით იმაზე, რომ არ შეიძლებოდა ასეთი გაუაზრებელი ამნისტიის განხორციელება და რეალიზება. არ შეიძლება რომ პოლიტიკური პარტია ასეთ ელექტორატთან შეხვიდე გარიგებაში თუნდაც ათობით ათასი ხმის გამო. ამის გამოა, რომ დგას დიდი პრობლემა. ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება დამცინავი სტატისტიკით, იზორიას სტატისტიკით ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. იმას კი არ ამბობენ, რომ "შეცდომა დავუშვით, ვიჩქარეთ, გვქონდა ვალდებულება კანონიერ ქურდებთან, ყაჩაღებთან და მათ ნათესავებთან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეცდომა გამოვასწოროთ". არა, საუბარია იმაზე, რომ "თქვენ გეჩვენებათ, ჩვენ ავაშენეთ იდეალური სახელმწიფო, სადაც დანაშაული არ ხდება და კრიმინალი ილუზიაა" - განაცხადა საყვარელიძემ

დპუტატის განცხადებით ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა პროტექციონიზმიც.

"ვერ დამისახელებენ ერთ საჯარო უწყებას, სადაც კონკურსის წესით შეარჩიეს დანიშნეს თანამდებობის პირი. არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, ნათესავებით არის ავსებული თითქმის ყველა სამინისტრო. ადგილობრივ თვითმმართველობა. სასამართლოს თავისუფლებაში რა იგულისხმება, არ ვიცი, როცა ერთ საქმეს ხან რუსთავში დაათრევენ, ხან ქუთაისში, რომ პოლიტიკური ოპონენტი დასაჯონ და გამოამწყვდიონ ციხეში, ან აეროპორტში აკავებენ არჩევნების წინა დღეებში მთავარი ოპოზიციური ძალის საარჩევნო შტაბის უფროსს და ამ გზით უნდათ მოგება. მოსამართლეებს უყენებენ კამერებს და ამ გზით აშანტაჟებენ. ხვედელიძის მსგავსი ხალხი კი, არის გარეთ" - განაცხადა საყვარელიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42