„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, დადებითი არაფერი არ მომხდარა.
ამის შესახებ ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.
„რას უნდა ვხედავდე დადებითს. კონკრეტულად გეტყვით, 90-იან წლებში, ეს ის პერიოდია როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები იშოვა მოსკოვში, მაშინ თაღლითობის ასეთი სფერო არსებობდა, განსაკუთრებით მანქანების ბაზრობაზე. მოვიდოდა კაცი იყიდიდა მანქანას, გადაუხდიდა გამყიდველს ფულს, სადაც მაღლა და დაბლა დოლარები იყო, შუაში იყო ჩაწყობილი იყო ქაღალდები, ამას ერქვა „კუკლა“. აი ასეთი „კუკლა“ გააკეთა ივანიშვილმა საქართველოსა და ჩვენი ხალხის მიმართ. წინა ხელისუფლებებს კი გადაგებაში, მოტყუებაში და უპასუხისმგებლობაში ბევრად გადააჭარბა“,- განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ გამოსავალს პოლიტიკურ რეფორმაში ხედავს.
მასალის გამოყენების პირობები






