საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გასული ორი წლის განმავლობაში , რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ის მიღწევების ნაცვლად უამრავ დანაკარგს ხედავს, ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა : „ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში დავკარგეთ 4 მილიარდი ეკონომიკაში და ვალად ავიღეთ 3 მილიარდი, რითაც ფინანსდება სოციალური მიმართულებები და რასაც პლიუსებში იწერს ხელისუფლება,ჩვენ დავკარგეთ ნახევარი მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვი, არ შესრულდა წინა წლის ბიუჯეტი, ვერ შესრულდება ახლანდელი ბიუჯეტიც, ვერც საშემოსავლო ნაწილში და ვერც გადასახდელების ნაწილში, გვაქვს კატასტროფული ვარდნა უცხოური ინვესტიციების, ჩვენ გვაქვს უმუშევრობის ზრდა იმისდა მიუხედავად, რომ საქსტატი მანიპულირებს რიცხვებით, წელს პირველად მოხდა რომ გვაქვს ვიზიტორების რიცხვის კლება, რაზეც გარკვეულწილად გავლენა მოახდინა კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებამ, ამაზე უარეს გავლენმას მოახდეს სავიზო რეგულაციებიც, წელს საქართველოს უნდა ყოფილიყო ვიზა ლიბერალიზაციის პაკეტში მოლდოვასთან ერთად და საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეძლებოდათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილება, სამწუხაროდ ამაზე საუბარიც აღარ არის , მოლდოვამ კი ეს უკვე მიიღო“- აღნიშნა ჯაფარიძემ
ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება „თავისუფალი ზონის“ წევრის დაკავებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრის დაკავება შსს-ს პროვოკაციის შედეგად მოხდა , „თუ ისინი ფიქრობენ რომ ამით დააშინებენ, ამ ახალგაზრდებს, შედეგს ვერ მიაღწევენ, მათივე ინტერესებშია რომ დროზე გაათავისუფლონ ეს ახალგაზრდა“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






