პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტოო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ორ წლისთავზე, წარმატებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ჯანდაცვის რეფორმას თვლის, ამის შესახებ განცხადება მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მისი თქმით რეფორმა ჯერ საწყის ეტაპზეა და ხელისუფლება მის გაღრმავებაზე და უფრო მძლავრი პაკეტის შემუშავებაზე მუშაობს.
წარმატებებს შორის ონოფრიშვილმა გამოყო სოფლის მეურნეობა „სოფლის მეურნეობა მიგდებული იყო წინა ხელისუფლების მიერ, ამჟამად 700 ათასზე მეტი ფერმერი იღებს დახმარებას, რომელიც არასოდეს არ მმიუღია, ეს არის იმისთვის რომ ისინი ჩაერთონ საბაზრო ეკონომიკაში“ ონოფრიშვილის განცხადებით,სიძნელეების მიუხედავად მთლიანი შიდსა პროდუქტის ზრდა 6,2%-ია დაგეგმილი 5 % ნაცვლად.
მასალის გამოყენების პირობები






