"საქართველო კლიმაქს", "ღვთისმშობლის წილხვედრნი ვართ თუ სტალინის? ჩამოვყალიბდეთ"
სოც.მედია - 19:40, 30 Sep, 2014     5926

საქართველო კლიმაქს.

ქართველებო არ იოცნებოთ. იმოძრავეთ.

მაგრამ როცა საზოგადოება ასეა დაკომპლექსებული, (გარეთ მხდალი, შინ ძლიერი) ვერც მოძრაობა, ვერც მედიცინა და ვერც ექზორციზმი და ვერც 40 წელი უდაბნოში ხეტიალი და ვერც პოეზია, ვერც ომი და ვერც მშვიდობა და ვერც როკ'ენ'როლი, ვეღარაფერს იზამს.

ღვთისმშობლის წილხვედრნი ვართ თუ სტალინის? ჩამოვყალიბდეთ. ორივეს წილხვედრობა, ერთად არ გამოდის.

ეს კი სტატისტიკის მოყვარულებს - რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო სტატისტიკით რუსეთი პირველ ადგილზეა: ჰეროინის მოხმარებით, ალკოჰოლის პათოლოგიური მოხმარებით, მეძავების რაოდენობით, ბავშვთა სიკვდილიანობით და ბავშვებზე ძალადობით, პედოფილიითა და ბავშვთა პორნოგრაფიით, ოჯახების ხშირი ნგრევითა და მეუღლეთა ღალატით, კორუფციით. მოსკოვის წითელ მოედანზე დღემდე უწევთ ლენინის გვამი და მის სანახავად, ყოველთვის რიგი დგას. ეს ყველაფერი ჩვენი „ერთმორწმუნე“ მეზობელი სახელმწიფოს ტრადიციაა.

ღმერთი ერთია, ჩვენ ყველანი, მთელი კაცობრიობა ერთმორწმუნეები ვართ და რუსეთის „ერთმორწმუნეობა“ აქ არაფერ შუაშია.

დღეს არცოდნა აღარ არის არცოდვა. დღეს არცოდნა არჩევანია.

ადრე კეთილშობილება, ინტელექტი, განათლებულობა, ზიზღს იწვევდა. ახლა ის სახიფათოა. სახიფათოა ილუზიებით მართულ საზოგადოებაში.

ილუზია კი იზოლაციაა.

ინგლისური ენის მასწავლებლების პროგრამის შეჩერება - იზოლაციაა. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის, მოქალაქეებისთვის ვიზების გართულება - იზოლაციაა. სი ენ ენ - სა და სხვა გლობალურ მედიაში საქართველოს შესახებ რეკლამის კამპანიის შეწყვეტა - იზოლაციაა. ტურიზმის, როგორც პრიორიტეტის გაქრობა - იზოლაციაა. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან დიალოგის მკვეთრი შეკვეცა და მისი უმნიშვნელო პირობითობამდე დაყვანა - იზოლაციაა. უცხოეთის მნიშვნელოვან ვიზიტებზე გასამგზავრებლად, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ ერთმანეთის დამცირება - იზოლაციაა. დღე და ღამე ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანის ყურება - იზოლაციაა.

იზოლაცია შენივე თავისგან. შენი თავისუფლებისგან.

დრო გადის.

დ. 30 სექტემბერი 2014





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42