ევროსაბჭოს ანგარიშში ღარიბაშვილ-მარგველაშვილის შორის დაპირისპირება მოხვდა
პოლიტიკა - 18:15, 30 Sep, 2014     1755

ევროსაბჭოს ანგარიშში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაძაბული ურთიერთობაც მოხვდა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის ზრდაზე, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ, თუ ვინ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

დოკუმენტი, სახელწოდებით "დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირება", ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ამავე დოკუმენტში საუბარია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ბაჩო ახალაია საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას 9 თვეზე მეტი გააჩერეს ციხეში, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

"ჩვენ უკვე გამოვხატეთ ზოგადი დამოკიდებულება საქართველოში წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებულად გამოყენებასთან დაკავშირებით და უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რითაც ბაჩო ახალაია საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას ცხრა თვეზე მეტი გააჩერეს ციხეში, რაც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალს ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით, რაც შესაძლებელია სასამართლოსა და პროკურატურისთვის", - ნათქვამი ანგარიშის სამუშაო ვერსიაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების პარაგრაფში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნისას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს ხვალ განიხილავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42