თბილისის პარლამენტის კინოდარბაზში გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძულის“ ჩვენება შედგა.
ჩვენების დასრულების შემდეგ, პალიტრა TV-ის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ვოლსკის, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას, ფილმთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ:
"მე, მაგალითად, ძალიან უკმაყოფილება დამრჩა. არ ვიცი, თქვენ როგორ შეაფასებთ, მაგრამ ძალიან დიდი აქცენტია 12 წლის ბავშვის სექსუალურ მხარეზე. მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზები უქნევენ ხელს თუ ვინ... მთავარი აზრი თქვენ ფილმში დავინახე ის, რომ კაცი უნდა იყო ადამიანი, სიკეთე თესო და იშრომო - აფხაზიც, ქართველიც, მაგრამ ბავშვის სექსუალურობაზე ძალიან დიდი აქცენტია. ეს თემა ერთი "სალო"-ში ვნახე, მაგრამ იქაც არ არიან ბავშვები, ცოტა დიდები თამაშობენ... მე ძალიან ბევრი უცხოური ფილმი მინახავს, მაგრამ ამ წლოვანებაზე ასეთი აქცენტი, რომ იყოს სექსუალურ თემაზე - არ მინახავს", - განუცხადა ვოლსკიმ რეჟისორს.
ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დიმა ჯაიანმაც მიმართა:
"აქ სხვა რამე დევს, რომელიც მე მესმის. როცა სპექტაკლი "ზღვა, რომელიც შორია" გამოუვუშვი, იმავე საღამოს კინაღამ თავი მოვიკალი, ვერ გაიგეს", - უთხრა ჩვენების დასასრულს ჯაიანმა ოვაშვილს.
„სიმინდის კუნძული“ ექვსი ქვეყნის - საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა და მისმა ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა.
გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძულის“ ჩვენებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ეთნიკური აფხაზები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






