„სი-თი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება ჩაუტარდება
პოლიტიკა - 16:29, 30 Sep, 2014     1413
საქართველოს მთავრობა დაეთანხმა თბილისის მერიას, რათა მან შპს „სი-თი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფინანსური და სამართლებრივი ანალიზის ჩატარების მიზნით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე შეარჩიოს. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა, ალექსანდრე მარგიშვილმა წარადგინა.

„საქართველოს მთავრომამ მხარი დაუჭირა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივას, ჩატარდეს მერიის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შპს „სი-თი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი და ფინანსური ასპექტების კომპლექსური ანალიზი. ვფიქრობთ, საკმაოდ შეზღუდულ ვადებში მივიღებთ კომპეტენტურ დასკვნას, რომელზეც კონტრაქტორი ვერ იტყვის, რომ ეს არის ცალსახად მხოლოდ თბილისის მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოზიცია, არამედ იქნება ობიექტური, გარედან დანახული და აღწერილი რეალობა“, - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მთავრობა ელოდება პასუხებს კითხვებზე, თუ რამდენად კანონიერად და თბილისელების ინტერესების დაცვით გაფორმდა თავის დროზე ხელშეკრულება „სი-თი პარკთან“, რამდენად სამართლიანი იყო ის, რომ თბილისელებისთვის არ უკითხავთ 25-დან 50 ლარამდე პარკინგის საფასურის გაზრდა და ბევრი ის ცვლილება, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა.

ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, შემოწმების შედეგად ხელშეკრულება ვერ გაუქმდება. „ანალიზი და აუდიტის შედეგები გვაჩვენებს, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ხელშეკრულების ამჟამად არსებული პირობების შენარჩუნება. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პირობებით ურთიერთობის გაგრძელებას. ყველაზე რეალისტური იქნება, რომ ხელშეკრულებაში სერიოზული ცვლილებები შევიდეს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42