2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ინფლაცია კი 4 %.
ბიუჯეტის პირველი ვარიანტი მთავრობამ უკვე მოიწონა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტს უკვე ხვალ გადაეგზავნება.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა აპირებს, რომ აიღოს საშინაო და საგარეო ვალი, მთლიანობაში იქნება ერთი მილარდ 300 მილიონზე მეტი, რასაც არ ეთანხმებიან საპარლამენტო უცმირესობის წევრები.
უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია ასევე 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ისინი აცხადებენ, რომ ისეთ ქვეყენაში, როგორიც არის საქართველო, რომელსაც სურს განვითარება და წინსვლა აუცილებელია, რომ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს დაგეგმილი.
„პარამეტრები არ არის კარგი, 5%-იანი ზრდა არ არის ის ზრდა, რომელიც საქართველოს უნდა გქონდეს, ასეთი ზრდის ტემპით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს დაეწევა ნახევარი საუკუნის შემდეგ და ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ უფრო სწრაფად, გარდა ამისა, როგორც გავიგე არის კიდევ საუბარი, რომ დიდი რაოდენობით ვალი უნდა აიღოს, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელი. ანუ ამ მთავრობამ გასცა უსაზღვრო დაპირებები, რომლიდანაც არაფერი არ შეასრულა, მაგრამ ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს, იმათ გასასტუმრებლადაც საკუთარი შემოსავლები არ ჰყოფნის და იღებენ და იღებენ ყოველ წელს ვალს. ამდენი ვალი რაც ამ ორ წელიწადში აიღო, საქართველოს მთავრობას არ აუღია არასდროს",- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, მმართველი გუნდი უმცირესობის წევრების ამ არგუმენტებს არ ეთანხმება და არგუმენტებად ის სარეიტინგო ქულები მოჰყავთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით საქართველოს აქვს მინიჭებული.
„ეკონომიკის ზრდა, ბუნებრივია ისევ დარჩა იმიტომ, რომ წელს ვარაუდია და შესრულდება კიდევაც ზრდა - იქნება 5%, გადააჭარბებს ალბათ კიდევაც ცოტათი და ასევე იქნება მომავალ წელსაც. ინფლაციის დაბალი დონე შენარჩუნდება. „აწარმოე საქართველოს“ პროექტი, რომელიც საკამაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული, სწორედ ამ პრიორიტეტებმა და ამ ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომელსაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი მკაფიოდ და მკაცრად აკრიტიკებს. მე შემიძლია წამოვადგინო ყველა ის რეიტინგები და საერთაშორისო მონაცემები, თუ რომელ ადგილზე ვიყავით, რა მიმართულებით და რამდენით გადავინაცვლეთ, არა უკან, არამედ წინ“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






