როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში კილაძემ განაცხადა ხომერიკის გაღიზიანება მისი და ზაზა გაბედავას საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებამ გამოიწვია.
„მას შემდეგ რაც ვლადიმერ ხომერიკმა გაიგო, რომ მე მქონდა მისი ჩანაწერები, სადაც ის მოსკოვში მცხოვრებ ქართველთან ზაზა გაბედავასთან საუბრობს ჯერ მისი და ლადო ბედუკაძის ურთიერთობაზე, როგორ დეტალურად არის მისი ოჯახის მდგომარეობაზე და ადვოკატებზე.
მეორე ჩანაწერში ის უკვე საქმეს ურჩევს ზაზა გაბედავას, თუ რატომ „გაუბაზრდა“ ბედუკაძესთან ურთიერთობა. არ ელოდა, რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. ამის შემდეგ ის არაადეკვატური გახდა. წუხელ საღამოს მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მას დასქრინული აქვს ყველაფერი, სადაც ჯერ არს წარადგენს და კოცონზე დამწვავენ. ახალი მოდაა ალბათ. ბატონ ხომერიკს დაავიწყდა, რომ ჩვენ ევრაზიულ კავშირში არ ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც ჟურნალისტს უფლებას აძლევს კანონი, რომ მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია და ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. დაავიწყდა ალბათ, რომ პუტინისეული მეთოდებით საქართველოში ადამიანებს ვერ გაუსწორდებიან. მისი აგრესია მე მესმის. მას არ აწყობდა ამ თემის აფიშირება. აქვე ვიტყვი, რომ სიურპიზები კიდევ ელოდებათ“, - განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






