ნატო ფრთხილად უნდა მოიქცეს, რათა პუტინის სტრატეგია მომგებიანი არ აღმოჩნდეს - უილსონი
პოლიტიკა - 14:09, 30 Sep, 2014     1378

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფზე აცხადებს, რომ პარაგრაფის ნაწილი გარკვეულწილად პრობლემატურია. ამის შესახებ უილსონმა „ტაბულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"31-ე პარაგრაფის ნაწილი გარკვეულწილად პრობლემატურია. ცხადია, თქვენს ინტერესებშია, რომ ალიანსმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და იდეას, რომ ისინიც კი, ვინც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ, საქართველოს მომავლის შემადგენელი ნაწილები არიან. ეს კარგია. ოღონდ საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსის ეს ტექსტი შესაძლოა, ხაფანგი აღმოჩნდეს თუ აღქმულ იქნა, რომ მანამდე, სანამ ტერიტორიული დავები არსებობს, ინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება. ეს კი მოსკოვისთვის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ბერკეტის მიცემას ნიშნავს. ამგვარი აღქმა გააძლიერებს პუტინის სტრატეგიას, არა მხოლოდ საქართველოსთან და მოლდოვასთან, არამედ ახლა უკვე უკრაინასთან მიმართებით.

ამიტომ, ალიანსი ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, რათა პუტინის სტრატეგია - რაც მეზობლების დაქუცმაცებას გულისხმობს იმ მიზნით, რომ მიმზიდველობა დააკარგინოს ევროკავშირში ან NATO-ში ინტეგრაციის კუთხით - მომგებიანი არ აღმოჩნდეს. ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, თორემ გამოვა, რომ საქართველოს ბედი რუსეთში წყდება. ეს დაუშვებელია როგორც ჩემთვის, ვფიქრობ, ალიანსის წევრებისთვის. ასე რომ, რასაკვირველია, დეკლარაციის სიტყვებს და ენას მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42