კურტ ვოკერი - რაც ხდება, ძალიან ჰგავს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალისხმევას
პოლიტიკა - 13:59, 30 Sep, 2014     460

ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩის კურტ ვოკერის განცხადებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში არის ხელისუფლება და სასამართლო, რომლებიც მიზანში ოპოზიციას იღებენ, რათა გაასამართლონ, გამოძიებას და მართლმსაჯულებას კი პროცესის წარმართვის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ვოკერმა „ტაბულას“ ეთერში გადაცემა „თეორემაში“ ისაუბრა:

"არავინ ამბობს იმას, რომ კანონდარღვევა და კორუფცია არ უნდა გამოიძიონ, არ უნდა გახადონ საჯარო და არ აგებინონ პასუხი დამნაშავეს. არავინ ამბობს, რომ ეს არ უნდა მოხდეს. მაგრამ საქართველოში ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ხალხს ჯერ იჭერენ, შემდეგ ბრალს წარუდგენენ და შემდეგ იწყებენ გამოძიებას. ეს უკუღმართობაა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით კეთდება, ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას ემსახუროს. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრ ხალხს აშფოთებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხვდება, რომ ჩვენ ყველანი საქართველოსადმი ისეთივე ერთგულები ვართ, როგორებიც ვიყავით. გასული 10 წლის მანძილზე ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ ვხვდებოდით ადამიანებს, ვხედავდით როგორ ვითარდებოდა ქვეყანა და დიდ იმედებს ვამყარებდით მასზე. სწორედ ამიტომ გვწყინს, რომ რაც ხდება, ძალიან ჰგავს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალისხმევას - ბრალდებულის სკამზე დასვათ ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს.

დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ისმენენ. მაგრამ გზავნილები მისულია. ეს ერთი. მეორე ასპექტიც არსებობს, რაც დიდი თავსატეხია, როგორც ჩემი უნგრული გამოცდილება მკარნახობს - შიდა პოლიტიკის ყველა მხარეს უნდა ამერიკის ხელისუფლება მის მხარეზე ამყოფოს. უნგრეთში ასე იყო, ფიდასს ეს სურდა, როდესაც ოპოზიციაში იყო, სოციალისტებსაც იგივე, ბაინაიც ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატების ფავორიტი იყო. ეს გასაგებია - ყველას სურდა ამერიკის ფავორიტობა. სამწუხაროდ, ეს შეერთებულ შტატებს აიძულებს, ზედმიწევნით მოერიდოს მხარის დაკავებას შიდა პოლიტიკაში. გზავნილები გავუშვით, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვფრთხილობდით - ისე არ გამოჩენილიყო, თითქოს ნაციონალური მოძრაობის, ან ქართული ოცნების მხარეს ვართ. სამწუხაროდ, ეს საშუალებას აძლევს ვიღაცეებს, ანგარიში არ გაუწიონ ამ გზავნილებს. ჩვენ გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და იყოს ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, საბაზრო ეკონომიკას, ჩვენ გვინდა საქართველომ იმოძრაოს ევროატლანტიკური მიმართულებით - ნატოსკენ, ევროკავშირისკენ. ბევრ ქვეყანას ჰქონია პრობლემა სასამართლოსთან მიმართებით, კორუფციასთან მიმართებით. ამ პრობლემებზე შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან მოუწია მუშაობა“, - განაცხადა ვოკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42