„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დავოსში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემები იქნება განსახილველი, ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს:
„დავოსში ყოველთვის დადიოდნენ პრემიერმინისტრები. თუ იქ იქნება მთავრობის გასაკეთებელი საქმე, უნდა წავიდეს პრემეირი. თუ არის მხოლოდ წარმომადგენლობითობა საჭირო, რომ ჩავედით და აგერ ვართ, როგორც დადიოდა მიხეილ სააკაშვილი და არაფერი იქ არ კეთდებოდა, ამ შემთხვევაში ვიცით ვინ იქნება წარმოდგენილი. თუ საქართველოს რაიმე ეკონომიკური შემოთავაზება ექნება, საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის და მთავრობის საკითხებს აღარ წყვეტს ახალი, მოქმედი კონსტიტუციით“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა განცხადება, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი თემის განხილვას ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია, თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე მიწვევა თურქეთში ვიზიტის დროს მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






