იქნებ მორჩნენ ამ ბავშვურ დაპირისპირებას, მართლა სასაცილოა - კაპანაძე
სოც.მედია - 11:52, 30 Sep, 2014     2137

წელიწადში 20-30 მაღალი დონის ფორუმი იმართება, ამიტომ კარგი იქნება, პრეზიდენტი და პრემიერი თუ რამე პრინციპზე შეთანხმდებიან, - ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა სერგი კაპანაძემ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის თავმჯდომარემ მიიწვია. აღნიშნული საკითხი უკვე გახდა განსჯის საგანი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური პროფილი პრემიერის პრეროგატივაა და ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს.

„სად უნდა იაროს პრეზიდენტმა და სად პრემიერ-მინისტრმა? ეს კითხვა ამ ბოლო დროს სერიოზულად ისმება. ჯერ გაერო და კლიმატის კონფერენცია იყო თემა, ახლა დავოსის ეკონომიკური ფორუმი. წელიწადში 20-30 მაღალი დონის ფორუმი იმართება და ამიტომ კარგი იქნება, თუ რამე პრინციპზე შეთანხმდებიან პრეზიდენტი და პრემიერი, რომ ეს, მართლაც ბავშვური გარჩევები საჯარო სივრცეში აღარ იყოს.

მაგალითად, შესაძლებელია გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება, რომლის მიხედვითაც გადაწყდება წინასწარ ვინ სად ივლის. მსოფლიოს მაღალი დონის ფორუმები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი ნიშნით, შინაარსიდან და ფორმატიდან გამომდინარე:

- ხელშეკრულების შეთანხმების ხელმოწერა

- ქვეყნის წარმოდგენა-რეპრეზენტაცია

- ეკონომიკური ფორუმები

- უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფორუმები

- არ-აღიარების პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი ფორუმები

- ნატოს და ევროკავშირის ფორუმები

- შინაარსობრივი მოლაპარაკებები

(სხვა კრიტერიუმებიც შეიძლება, მაგრამ სწორედ ამ ტიპისაა ყველაზე ხშირად გამეორებადი მაღალი დონის შეხვედრები). მაგალითად, კარგი იქნებოდა, თუ შეთანხმებდებიან, რომ პრეზიდენტი დაესწრება ხოლმე:

- წარმომადგენლობით შეხვედრებს (გაერო)

- არაღიარებისთვის მნიშვნელოვან ფორუმებს (წყნარი ოკეანის, აფრიკის და ა.შ. ფორუმები)
- თავდაცვის და უსაფრთხოების ფორუმებს/კონფერენციებს (მიუნხენი, ბრატისლავა, რიგა, ა.შ.), მათ შორის, ნატოს ღონისძიებებს

ხოლო პრემიერი დაესწრება:

- ეკონომიკური ხასიათის ფორუმებს
- ევროკავშირის ფორუმებს
- შინაარსობრივ მოლაპარაკებებს.

თუ სადმე ხელია მოსაწერი, კომპეტენციიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ (პრეზიდენტი - თავდაცვა/უსაფრთხოება, პრემიერი - დანარჩენი). ორმხრივი ვიზიტები ორივემ უნდა განახორციელოს და აქ ერთმანეთის დაბლოკვა და ხელის შეშლა უბრალოდ სამარცხივნოა.

და იქნებ მორჩნენ ამ ბავშვურ დაპირისპირებას. მართლა სასაცილოა გვერდიდან.

თუ ამაზე ვერ შეთანხმდებიან, შეუძლიათ მარტივად გადაწყვიტონ - ან "coin flip", ან, ანბანით - ა-პ-ზე დაწყებული ფორუმები პრემიერს და ჟ-ჰ-ზე დაწყებული პრეზიდენტს. ისე, 33 ასოა და ეგეც არ იყოფა შუაზე, და მაგაზე იმედია არ იჩხუბებენ“,- წერს სერგი კაპანაძე სოციალური ქსელის მეშვეობით.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი ყოველი წლის დასაწყისში იმართება. წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42