პატიმრების მორიგი შეწყალებისთვის მზადება დაწყებულია. შეწყალების კომისიის სხდომის არსებით განხილვაზე წარდგენილი 500 განაცხადიდან 312-ზე იყო საუბარი. თუმცა, რამდენ მათგანს გაუწევს კომისია რეკომენდაციას პრეზიდენტთან, ჯერჯერობით უცნობია.
შეწყალებას მძიმე დანაშაულში ბრალდებულებიც ითხოვენ. პატიმრების ნაწილს სრული შეწყალება შეეხება, ნაწილს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდება. საკუთარ გადაწყვეტილებას კომისია პრეზიდენტს უახლოეს მომავალში გააცნობს.
„ყველა ტიპის დანაშაული მოხვდა იმ ნუსხაში, რომელთა თაობაზეც იყო განცხადებები შემოსული. რა თქმა უნდა მივიღეთ გადაწყვეტილებები სრულ შეწყალებასთან და ნაწილობრივ შეწყალებასთან დაკავშირებით. ახლა ყველაფერი პრეზიდენტზეა დამოკიდებული, უახლოეს დღეებში გვექნება მასთან შეხვედრა“, - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






