დასავლეთ საქართველოში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
პოლიტიკა - 10:24, 30 Sep, 2014     1303

დასავლეთ საქართველოში ნალექის რაოდენობამ იკლო, ამ დროისათვის სიტუაცია შედარებით სტაბილურია. დღეს გზის აღდგენითი სამუშაოები განახლდება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლაც. ქედასა და გურიის მიმართულებით მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, გუშინ გვიან ღამით მეწყერის ჩამოწოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა სამი საათით იყო ჩაკეტილი. სოფელ დოლოგანში ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა მთლიანად ჩაკეტა. მძიმე ტექნიკის სამ საათიანი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა გზის ცალმხრივად გახსნა. გეოლოგები მეწყერის განმეორებას არ გამორიცხავენ.

ქედას გარდა, უამინდობის შედეგად აჭარაში მეწყერი კიდევ რამდენიმე ადგილას ჩამოწვა, მათ შორის ქობულეთის რამდენიმე სოფელში, რის გამოც სოფელ აჭყვისთავის 50-მდე სოფელი ამდრომდე შემოვლითი გზით სარგებლობს.

მეწყერული პროცესები განვითარდა სოფელ სკურაშიც, საიდანაც სამი ოჯახია ევაკუირებული.

ქობულეთში ქალაქის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. სტიქიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც მიაყენა ზიანი, ორ სოფელში მცირე მეწყერი ჩამოწვა. სადაც შესაძლოა 12 ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო. აღნიშნულ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავს. მსგავს მდგომარეობაში კიდევ რვა ოჯახია, საბოლოო გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული. ქობულეთის რაიონში სულ 5 სოფელია დატბორილი.

ოზურგეთის რაიონის ერთერთ სოფელში სტიქიამ 50-მდე ოჯახი მოსავლის გარეშე დატოვა. ჯუმათში ადიდებულმა სუფსამ ყანები დატბორა და თხილის პლანტაციები გაანადგურა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და მდინარის კალაპოტის გასწორებას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42