ჟურნალისტი ვახო სანაია ტელეკომპანია „მაესტროდან“ წამოსვლის შესახებ პოსტს „ფეისბუქის“ გვერზე აქვეყნებს.
,,ვახო სანაიას რეპორტაჟი" აღარ გავა მაესტროზე. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ეთერში ვიყავით, და მოვახერხეთ საკვანძო საკითხების გაშუქება. იმედია, რომ საინტერესო იყო თქვენთვის, ამაში რეიტინგი და გამოხმაურებაც მარწმუნებდა. არ დარჩენილა არც ერთი ეთერი გამოხმაურების გარეშე. დამატებით ამ საკითხზე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ამასთან ერთად, წამოვედი ,,ცხრიანიდან". წარმატებები მინდა ვუსურვო ტელეკომპანია ,,მაესტროს" - მის მენეჯმენტს, პირადად ბაია გადაბაძეს, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. რა თქმა უნდა, ნინო ჟიჟილაშვილს, მთელ საინფორმაციო სამსახურსა და უკლებლივ ყველა თანამშრომელს. არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი და მიხარია, რომ მათთან მომიწია მუშაობა. ,,მაესტრო" ძალიან მნიშვნელოვანი ტელევიზიაა და წარმატებები მას !!!", - წერს სანაია.
მასალის გამოყენების პირობები






