დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და დღევანდელი მთავრობის სხდომაც ამ თემაზე საუბრით გახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში არსებული ვითარების ნახვას დღეს პირადად გეგმავს.
„ამ ეტაპზე ანტიკრიზისული ღონისძიების გასატარებლად ადგილზე ყველა სახის მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეულ გამოძახებაზე იყოს დროული რეაგირება. დღეს მე ვაპირებ, რომ ჩავიდე და პირადად დავათვალიერო თუ რა მდგომარეობაა, ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და რაიმე გართულებას არ ველოდებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ამ სტიქიის დროს დაზარალდა, იქნება დათვლილი და ანაზღაურებული სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, კონკრეტულ დეტალებზე მთავრობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს .
მასალის გამოყენების პირობები






