საქართველო უკვე არის ევროპული, ყველაზე ძლიერი ბაზრის ნაწილი - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 20:12, 29 Sep, 2014     1558

დღეს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. დღის დამლევს ქვეყნის პირველმა პირმა ორდღიანი ვიზიტი შეაფასა და მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ასეთ ფორუმებში მონაწილეობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მსგავს ფორუმებზე გვეძლევა შეხვედრების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ასევე გვეძლევა შესაძლებლობა გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა და წარმოვაჩინოთ ის პრიორიტეტული მხარეები, რომლებიც საქართველოს მათთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ასევე შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმის თაობაზე, თუ რას გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ყურადღება გავამახვილეთ იმ ტრანსნაციონალურ პროექტებზე, რომლებიც კასპიის ზღვის აუზიდან იწყება და გადადის შავი ზღვის აუზში. ასევე განვიხილეთ ქართული ეკონომიკის ლიბერალური და ღია სტანდარტები. მსგავსი შეხვედრები აუცილებლად მოგვცემს შედეგს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან; რომელიც უკვე არის ევროპული, ყველაზე ძლიერი ბაზრის ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღესვე სტამბულის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილმა აია სოფიას ტაძარი, ლურჯი მეჩეთი და ტოპკაპის სასახლე მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა ტოპკაპის სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა და აია სოფიას მესვეურებისგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო.

საქართველოში გამგზავრებამდე ქვეყნის პირველი პირი თურქეთის ტელეკომპანიის TRT-ს გადაცემის World News-ის სტუმარიც იყო, სადაც გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან, ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან, ეკონომიკურ მიზნებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42