უამინდობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა მობილიზებულია
პოლიტიკა - 19:55, 29 Sep, 2014     1499
დღეს საღამოს საგანგებო შტაბი ისევ შეიკრიბა და დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები განიხილა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა. სხდომას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, მერიის სამსახურების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კახა შაშიკაძის თქმით, „სხდომაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტებში სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი. ბოლო სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი. პრობლემები შეექმნა საცხოვრებელ სახლებს და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. საგზაო დეპარტამენტი მუშაობს გზების რეაბილიტაციაზე. ქედის მუნიციპალიტეტში მდინარე ზანა ადიდდა და დატბორა მოსახლეობის სახნავ-სათესი სავარგულები. ორ ოჯახს ქარმა სახურავი დაუზიანა. რაც შეეხება ბათუმს, წინასწარ მობილიზებული იყო ყველა სამსახური და არსებითი ზიანი ქალაქს არ მიდგომია. ამ ეტაპზე ხდება ყველა პრობლემის იდენტიფიცირება, რომელიც მთავრობის შესაბამის დეპარტამენტში იყრის თავს. ამის შემდეგ კომისია ყველა ამ ობიექტზე გავა ზარალის შესაფასებლად.“

„გზები უკვე 15 მიმართულებით გახსნილია, თუმცა ამდენივე დაზიანებულია. ჩვენ დახმარება აღგვითქვა ქობულეთის გამგეობამ, ასევე კერძო კომპანიებმა და ვფიქრობთ ორ დღეში ძირითადი მიმართულებები ქობულეთის რაიონში გაიწმინდება. ხელვაჩაურში ყველა მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია. ჩვენ გავაკეთეთ დროებითი ხიდი და შედეგად, სიმონეთის მიმართულებით მოძრაობა ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია,“ - აღნიშნა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რომანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42