პრეზიდენტი: "საქართველო ინარჩუნებს ისტორიულ არჩევანს და გეზს იღებს ევროპისკენ"
პოლიტიკა - 19:53, 29 Sep, 2014     1546
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს ისტორიულ ევროპულ არჩევანზე გაამახვილა და ამ მხრივ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროგრესი გაგრძელდეს და მიაღწიოს საბოლოო შედეგს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

"ეს განვითარების საინტერესო შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს - კავკასიის რეგიონს, კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღვის რეგიონს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით, ჩვენ ასევე მივიღებთ დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების შესაძლებლობას, უფრო სტაბილურ ეკონომიკას. თუმცა ეს ორმხრივი სარგებელია, რადგან, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს სახით მიიღებს ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე კასპიის ზღვისაკენ, აზიის საინტერესო ბაზრებისკენ; რომელსაც აქვს მეტად მოქნილი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბიზნესისთვის. ეს არის ქვეყანა, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურას ქმნის ნავთობისა და გაზის მაგისტრალებისთვის. საქართველოს ეს მიმზიდველს ხდის არა მარტო ევროპელი, არამედ აზიელი პარტნიორებისთვისაც", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან იმ მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. საუბარი შეეხო რკინიგზის თემასაც, რომლის დასრულების შემდეგ კავკასიის რეგიონი უფრო მეტად იქნება იტეგრირებული ევროპის პოლიტიკურ თუ ეკონომიურ კულტურასთან. გიორგი მარგველაშვილმა ენერგოუსაფრთხოების საკითხებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის თემა, რომელსაც უკავშირდება ევროპის ქვეყნების კეთილდღეობა.

"საქართველო ინარჩუნებს მის ისტორიულ არჩევანს და გეზს იღებს ევროპისკენ. ჩემი ქვეყნის არჩევანია გახდეს ევროკავშირის წევრი როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. აქედან გამოდიარე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ დასაწყისია - ჩვენი საბოლოო მიზანია ინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42