უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე, პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს.
დეპუტატის თქმით, ეკონომიკურ საკითხებში მთავარი პასუხისმგებელი სწორედ პრემიერია.
„ეკონომიკურ საკითხებში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ჩემი მოსაზრებით, ასეთი ტიპის ფორუმზე, უმჯობესია, პრემიერი იყოს წარმოდგენილი, თუმცა არ ვიცი ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პრემიერი ან პრეზიდენტი. მთავარია, რომ ქვეყანა ამ ფორუმზე სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს.
მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ პირადად მიიწვია.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი ყოველი წლის დასაწყისში იმართება. წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






