საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს.
ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ პირადად მიიწვია.
„საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ყველა იმ მექანიზმზე ისაუბრეს, რა საშუალებითაც შეიძლება, საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხერხდეს. ბატონმა შვაბმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თხოვნა, რომ გიორგი მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე წარმოჩინდეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, უპირატესობები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში ეკონომიკური ფორუმი ყოველი წლის დასაწყისში იმართება. წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წელს კი – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






