ადრინდელთან შედარებით, დღეს კრიმინალი თითქმის 100%-ით შუქდება - საყვარელიძე
პოლიტიკა - 11:57, 29 Sep, 2014     1318

პატრიარქის მოწოდებას, მედიაში ნეგატიური მოვლენების ნაკლებად გაშუქებასთან დაკავშირებით გამოხმაურება მოჰყვა ექსპერტებში, საკვირაო ქადაგებასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მედიის მხრიდან კრიმინალის გაშუქება მხოლოდ საქართველოში არ ხდება, თუმცა მისივე განმარტებით, საერთშორისო არენაზე საქართველოს იმიჯს დიდწილად განსაზღვრავს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„დღეს ჟურნალისტებს აქცენტი გადატანილი აქვთ უარყოფითი მოვლენებისკენ, მეტწილად ასეთი ფაქტები შუქდება. უცხოური ჟურნალისტიკაც ასეა აგებული, უმთავრესად, სკანდალური ფაქტები შუქდება და ამ სკანდალებში ნეგატიური უფროა, ვიდრე პოზიტიური და დადებითი მოვლენები. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ქვეყნის იმიჯი დიდწილად არის დამოკიდებული მედიით გავრცელებულ ინფორმაციებზე. ფაქტია, დღეს დიდი დოზით შუქდება კრიმინალური შემთხვევები, არ ვიტყვი, რომ ჟურნალისტები რაიმეს იგონებენ, მაგრამ ადრინდელთან შედარებით, ამგვარი მოვლენები თითქმის 100 პროცენტით შუქდება. ბევრ ადამიანს სწორედ მედია უქმნის ქვეყნის იმიჯზე წარმოდგენას. საქართველოს საგარეო იმიჯზე არ ვლაპარაკობ, უცხოელები ჩვენს შესახებ წარმოდგენას ჩვენი მედიით არ იქმნიან. ქვეყნის საშინაო იმიჯზე მოგახსენებთ, ჩვენს მოქალაქეებზე მოგახსენებთ. შესაბამისად, ბევრი მართლა ფიქრობს, რომ ქვეყანაში ცუდის მეტი არაფერი ხდება და მართლა კრიმინალმა წალეკა ქვეყანა“, - განუცხადა საყვარელიძემ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ ნეგატიური მოვლენები ნაკლებად გააშუქონ, განსაკუთრებით კი კრიმინალი.

აღნიშნული მიმართვას, რომელიც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას წარმოთქვა, ბევრი შეკითხვა გააჩინა.

„ქრონიკას“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42