დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სტამბულში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის პრეზიდენტსაც შეხვდება.
დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეიზდენტის მოლაპარაკება, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარესთან. სესიის ფარგლებში, განხილვის მთავარი საკითხი ევროკავშირი და მისი სამეზობლო იქნება. ფორუმს ევროკომისიის პრეზიდენტიც დაესწრება.
როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღებას სწორედ საქართველოს ევროინტეგრაციაზე გაამახვილებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები, სავაჭრო ეკომომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
„განასაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილოება დღევანდელ ფორმუში. ეს აღინიშნა კიდეც ფორუმის თავმჯდომარის მხრიდან, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზდენტს. გრძელდება ფორუმის მეორე სამუშაო დღე და საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე, სადაც საუბარი იქნება სწორედ ევროკავშირთან საქართველოს ასევე რეგიონის ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, საქართველოს როლზე საქართველოსა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აქ ბუნებრივია საქართველოს ბევრი აქვს სათქმელი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უკვე აკავშირებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“,-განაცხადა საქართველოს პრეოზდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიროგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი უკვე ესაუბრა თურქ კოლეგას რეჯებ ტაიპ ერდოღანს.
მასალის გამოყენების პირობები






