აუტისტის კლასელის დედის წერილი
პოლიტიკა - 20:23, 28 Sep, 2014     20013

“სულ მინდოდა ამაზე დამეწერა და ხან თავს ვიკავებდი. ხან დრო ვერ ვნახე. ხან არ ვიცოდი, როგორ დამეწერა, რომ გული არავისთვის მეტკინა, სუბიექტური არ ვყოფილიყავი.

ჩემი შვილის კლასელი აუტისტია. უფრო ზუსტი თუ ვიქნები, მაშინ ვიტყვი, რომ მისი ზუსტი დიაგნოზი, რაღა თქმა უნდა, არ ვიცი. მას აუტისტური სპექტრის აშლილობის ძალიან ბევრი სიმპტომი აქვს და ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, რომ დავწერო, რომ ის აუტისტია.

ცისფერთვალება ბიჭი ჩემი შვილის სკოლაში მეორე კლასიდან გადმოვიდა. არ ლაპარაკობდა. უფრო სწორად ძალიან უჭირდა ლაპარაკი. ბავშვებს არ ეკონტაქტებოდა. ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობის სურვილს გამოთქვამდა, კლასის დამრიგებელი იყო. მასზე იყო მიკედლებული. კაბაზე გამოკერებული. წლის ბოლოს ცისფერთვალებამ იმდენი შეძლო, რომ კლასის გამოსაშვებ ზეიმზე ლექსი თქვა.

დიდხანს გაგრძელდა რთული, ძალიან რთული პერიოდი. ისეთი პერიოდები, როცა ის კბენდა ჩემ შვილს. სხვის შვილსაც. ხან ერთს უხევდა წიგნს. ხან მეორეს. კლასში შარვალს იხდიდა და ამით ყურადღების მიქცევას ცდილობდა.

ერთ დღეს ჩემი შვილი სახლში დაკაწრული მოვიდა. გავცეცხლდი. გადავწყვიტე ჯერ მასწავლებლისთვის მესაყვედურა და მომეთხოვა ბიჭი ჩემი შვილისგან შორს გადაესვა, მერე მისი მშობლისთვის მეთქვა რამე…. ჰო, რამე. და რა რამე. რა უნდა მეთქვა? აი აქ გავფუჭდი, როგორც იტყვიან ხოლმე. რა მქონდა სათქმელი? ის ხო იმას ცდილობდა, რომ მისი შვილი ბავშვებთან ურთიერთობას, თამაშს, სიყვარულს, თუნდაც სხვებთან ერთად ერთსტროფიანი ლექსის თქმას შეჩვეოდა? მის შვილსაც ხომ ჰქონდა უფლება ჩემი და სხვისი შვილების მსგავსად კლასელები ჰყოლოდა, რომლებიც სინამდვილეში ძალიან უყვარდა?.. სხვა რომელი კლასელი გამოკიდებია ჩემ შვილს ქუჩაში და ყელზე ჩამოკიდებია?..

და მე გავჩუმდი.

გავიდა წლები. და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ თურმე ცისფერთვალებას კლასელი ბიჭები, უკვე გაზრდილები, ერჩიან. ერჩიან რა, აქეზებენ, ასე ქენი, ისე ქენიო… ხან გაკვეთილის ჩაშლას აიძულებენ. ხან რას და ხან რას. და გაირკვა, რომ გაკვეთილს არა ცისფერთვალება, არამედ მისი ჯანმრთელი კლასელები შლიდნენ.

ცისფერთვალება უკვე მეხუთე წელია ჩემი შვილის კლასელია. ის დღეს ჩემი შვილის გვერდით ზის და მეგობრობენ. ის ჩემ შვილს აღარც წიგნს უხევს. აღარც კბენს.

და ვფიქრობ, მე რომ ოთხი წლის წინ სკოლაში სკანდალი მომეწყო და ცისფერთვალებასთვის ავადმყოფი მეძახა და მომეთხოვა “ასეთი ბავშვები ჩვენ შვილებთან არ უნდა სწავლობდნენ მეთქი”, მისთვის კარი ამეჭედა, დედამისი გამელანძღა, როგორ გაბედე შენი შვილის “გამომზეურება” მეთქი, კაი დედა ვიქნებოდი? კაი კლასის მშობელი? კაი ქალი?..

მე არ ვამბობ, რომ მაგარი გოგო ვარ. მე ვამბობ, რომ აუტისტი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის კლასელის დედა ვარ. და სანამ სხვის ადგილას არ ვისწავლით თავის ჩაყენებას, მანამდე ვიქნებით გაფოფრილი, ქუსლებზე შემომდგარი, დიდბეჭდებიანი, ბოხხმიანი, ფერდებშიჩასქელებული, აღშფოთებული მშობლები. “

წყარო: მე რეპორტიორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42