საქართველოს პრეზიდენტი BSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 18:42, 28 Sep, 2014     1561
საქართველოს პრეზიდენტი დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანს ვიკტორ ტვირჩუნს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და სატრანსპოტრო, ენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა განიხილეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულებას და შესაბამისად - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საუბარი შეეხო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ ინიციატივას, რომელიც წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონის განვითარებაში.

ამას გარდა, მხარეებმა ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. "შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას საუბარი შეეხო, უპირველეს ყოვლისა, ამ რეგიონალური ორგანიზაციის როლის გაძლიერებას ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამას გარდა, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მნიშვნელობაზე - თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყანას რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირთან BSEC-ის თანამშრომლობის ფორმატები იყო და ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს ეძლევა რამდენიმე ქვეყნის მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ის რომ საქართველომ საკუთარი როლი და მნიშვნელობა გაზარდოს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ხოლო, მეორე მხრივ, BSEC-ის როლი და მნიშვნელობა გაიზარდოს საერთაშორისო პარტიორობაში", - განაცხადა შეხვედრის შედეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42