თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
პოლიტიკა - 15:27, 28 Sep, 2014     1275
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, რომელიც სტამბულში 28-29 სექტემბერს გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება თემაზე "ევროკავშირი, სამეზობლო და მის ფარგლებს მიღმა". ქვეყნის პირველი პირი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან, ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტთან, ბისეკის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

ტარდიციული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელმწიფოთა ლიდერები და პოლიტოლოგები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას არა მარტო ეკონომიკის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების , მათ შორის, რეგიონში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

ფორუმის მიზანია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ახალი წყაროებისა და აუთვისებელი რესურსების აღმოჩენა როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონალური მასშტაბით, რაც, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42