ტელეკომპნაია „რუსთავი 2“-მა მინისტრებისა და მათი მოადგილეების ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით კვლევა ჩაატრა. კვლევის თანახმად:
მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 5 ათას ლარს შეადგენს, პირველი მოადგილის 2 950 ლარს, მეორე მოადგილის კი 2 720 ლარს.
მინისტრების და მათი მოადგილეების დეკლარაციებში კი თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ დიდი ოდენობის კრედიტები ჩნდება:
ალექსანდრე ჭიკაიძე - შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, ამავე თვეში მას 140 ათას დოლარიანი 10 წლიანი კრედიტი დაუმტკიცდა. ყოველთვიური ანაზღაურება - 5 ათასი ლარი, ყოველთვიური შენატანი - 2 600 ლარი
გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკის მინისტრად 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა, ნოემბერში 120 ათას დოლარიანი 10 წლიანი კრედიტი დაუმტკიცდა, ყოველთვიური ანაზღაურება - 5 ათასი ლარი, ყოველთვიური შენატანი - 2 800 ლარი
სოზარ სუბარი - სასჯელაღსრულების მინისტრი 2012 წლის ოქტომბერში გახდა, 2013 წლის მარტში 140 ათას დოლარიანი, 10 წლიანი იპოთეკური სესხი აიღო, თბილისში 190 ათას დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი იყიდა, რომელიც მის მეუღლეზეა გაფორმებული. ყოველთვიური ანაზღაურება 5 ათასი ლარი, ყოველთვიური შენატანი - 2 600 ლარი
ოთარ დანელია - სოფლის მეურნეობის მინისტრად რამდენიმე თვის წინ გახდა, მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2014 წლის მარტში მას 200 ათას დოლარიანი 15 წლიანი იპოთეკური სესხი დაუმტკიცდა, მინისტრის ქონებას დაემატა ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი შინდისში. ყოველთვიური ანაზღაურება - 5 ათასი ლარი, ყოველთვიური შენატანი - 3 450 ლარი.
დიმიტრი მახათაძე - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2013 წლის მაისიდან, 2013 წლის მაისიდან მის სახელზე 315 ათას დოლარიანი 8 თვიანი იპოთეკური სესხი დამტკიცდა, ყოველთვიური ანაზღაურება - 2 950 ლარი, ყოველთვიური შენატანი - 3 150 ლარი.
დავით ხუციშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდან, 2010 წლეს მას 190 ათას დოლარიანი 10 წლიანი სესხი აქვს აღებული. ყოველთვიური ანაზღაურება - 2 720 ლარი, ყოველთვიური შენატანი - 4 800 ლარი.
ზურაბ აზმაიფარაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე 2012 წლის ნოემბრიდან. 2013 წლის აგვისტოდან მის სახელზე 275 ათას ლარის 10 წლიანი სესხია რეგისტრირებული. ყოველთვიური ანაზღაურება - 2 720 ლარი, ყოველთვიური შენატანი - 3 500 ლარი.
მიხეილ ჯანელიძე - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდან, მის სახელზე ორი სესხია რეგისტრირებული 260 ათასი ლარი და 28 600 დოლარი, ყოველთვიური ანაზღაურება - 2 720 ლარი, ყოველთვიური შენატანი - 2 600 ლარი.
დავით გალეგაშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 2012 წლის ნოემბრიდან. მისი და მისი მეუღლის სახელზე ჯამში 359 ათას დოლარიანი სესხია რეგისტრირებული, ეს კრედიტები გალეგაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამდეა აღებული. ყოველთვიური ანაზღაურება - 2 720 ლარი, ყოველთვიური შენატანი - 9 195 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






