აუცილებლად მკითხავენ: რა გავაკეთე მე ქვეყნისთვის როცა მას უჭირდა? - ანუკი არეშიძე აფხაზეთის ომზე
სოც.მედია - 21:14, 27 Sep, 2014     8455
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ემოციურ წერილს უძღვნის დიზაინერი და ენრეგეტიკის მინისტრის მეუღლე ანუკი არეშიძე.

დიზაინერი იმ ტრაგედიას იხსნებს, რომელიც სოხუმში მისმა ოჯახმა გადაიტანა.

"მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დედის ემოცია, როდესაც იხსენებს სოხუმის დაცემას უდიდეს ემოციებს იწვევს ჩემში. ჩემი უფროსი ძმა ჩვილი იყო როდესაც მამამ დედას სთხოვა საჭირო ნივთები გაემზადებინა, რადგან ის ომში მიდიოდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ქვეყნის ერთიანობა. ორი ბიჭი მეზრდება და როცა ისინი გაიზრდებიან აუცილებლად მკითხავენ: თუ რა გავაკეთე მე ქვეყნისთვის როცა მას უჭირდა?- ან ვუპასუხებ რომ ყველაფერი, ან იქ დავრჩები.

მამაჩემს ომში დედაჩემის ორივე ძმა გაჰყვა.

ბაბუაჩემი კი ჯარისკაცებს თბილ ტანსაცმელს და საჭმელს უგზავნიდა. ბიჭიკოც წავიდოდა ომში, ასაკს რომ შეეწყო ხელი. მართალია მე სოხუმში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე...

მამა 2 კვირა დაკარგული იყო. თუმცა ღვთის წყალობით ის დაბრუნდა, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი. დღეს ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და ომის კადრებსაც ვერ უყურებს. მისმა ბიჭებმა კი იციან, რომ სახლში ნამდვილი ჯარისკაცი ჰყავთ, რომელმაც ყველაზე ბოლოს დატოვა სოხუმი", -წერს ფეისბუქზე ანუკი არეშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42