უკვე ვიტირეთ ჩვენი დაღუპულები, გამოვიგლოვეთ ჩვენი სიძულვილი და გაუცხოება - კალაძე
პოლიტიკა - 19:32, 27 Sep, 2014     1592

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოხუმის დაცემის დღიდან 21 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღეს დაიწყო ახალი ტკივილიანი ეტაპი თითოეული ჩვენგანის, ქართველის და აფხაზის ცხოვრებაში. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, სადაც გამარჯვებული არ ყოფილა. ეს იყო ტრაგედია, რომელის ნაიარევი ერთად უნდა მოვიშუშოთ და გზა შერიგებისკენ ერთად გავიაროთ - ქართველებმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ.

1992-1993 წლების ეს უმძიმესი კონფლიქტი მოუშუშებელი ჭრილობად რჩება ენგურის და მავთულხლართების ორივე მხარეს: ქართველების, აფხაზების გულებში. ჩვენ დავკარგეთ ძმობა და ერთობა, ერთი საერთო მიწა-წყლის შვილებმა.

უკვე ვიტირეთ ჩვენი დაღუპულები, გამოვიგლოვეთ ჩვენი სიძულვილი და გაუცხოება - დრო ტკივილს ვერ მოარჩენს, მაგრამ დრო უნდა ყველა შეცდომის და დანაკარგის გაანალიზებას, დამარცხებულის კომპლექსის მოშორებას და ახალი მომავლის, ახალი ურთიერთობების დალაგებისთვის ყველა რეალური პირობის შექმნას.

ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველა მოკლულის, ყველა დაკარგულის და იძულებით გადაადგილებულის წინაშე, აფხაზების წინაშე, რომ ეს კონფლიქტი ისტორიის წარსულში დავტოვოთ და ერთობლივ მომავალზე ვიმუშავოთ. ჩვენ დავბრუნდებით", - აღნიშნულია ვიცე-პრემიერის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42