,,აფხაზთა კრებით“ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას ეყრება საფუძველი
პოლიტიკა - 17:44, 27 Sep, 2014     2084
სოხუმის დაცემის დღეს 30-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაციის, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ხელშეწყობით ჭადრაკის სასახლეში ,,აფხაზთა კრება“ ჩატარდა, რომელიც, ორგანიზატორების განცხადებით, არის ახალი მოძრაობის დასაწყისი. ,,აფხაზთა კრებას“ 500-მდე დელეგატი ესწრებოდა. ,,აფხაზთა კრებას“ მხარდაჭერას უცხადებს ,,ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია.

ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ,,აფხაზთა კრების“ მიზანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის კიდევ უფრო გააქტიურება. მისი თქმით, აფხაზთა კრების დაფუძნება და ამ მოძრაობის დაწყება არ არის ერთ კონკრეტული მიმართულებაზე ორიენტირებული ღონისძიება ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ შექმნილი.

,,ზუსტად 21 წლის შემდეგ აფხაზთა კრების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩვენ არ შევეგუებით აფხაზეთის დაკარგვას, აქ არიან შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ მოძრაობის მიზანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის კიდევ უფრო გააქტიურება და აქ გამოვყოფ ორ მიმართულებას - ერთი, საგარეო პოლიტიკის კუთხით ხელისუფლების წინაშე საკითხის დაყენება, რომ ალტერნატივა არ აქვს ქვეყნის დასავლურ კურსს, ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში გაწვევრიანებას და მეორე, ეს არის თვითორგანიზება, ანუ აფხაზური სტრუქტურები უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ სოციალურ პრობლემატიკაზე, არამედ ამ დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნება უნდა გახდეს მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის. ანუ საჭიროა უფრო მეტი პოლიტიკური აქტივობა, რომელიც შეუძლია განახორციელოს ისეთმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელსაც აქვს უნარი განახლების“, - აცხადებს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერის თქმით, ის ადამიანები, ვინც დაიბადნენ 21 წლის წინ სოხუმის დაცემის დღეს, დღეს უკვე არიან იმ ასაკში, რომ აირჩიონ ან იყვნენ არჩეულნი სხვადასხვა არჩევით ორგანოებში.

,,მინიმუმ ეს არგუმენტია საკმარისი იმისა, რომ რაღაც ფორმით მოხდეს განახლება ან ხელახალი არჩევა აფხაზეთის წარმომადგენლობითი ოგანოსი. დარწმუნებული ვარ, ეს მოხერხდება და იქნება უფრო ქმედითი, ვიდრე ეს დღე არის. უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები აქაც ესწრებიან დღევანდელ ,,აფხაზთა კრებას“, ძალიან ბევრთან, რომელიც აქ არი არის, მაქვს კარგი ურთიერთობა და ვფიქრობ, ისინიც უნდა იყვნენ მომხრე ასეთი განახლები და გაქტიურების“, - დასძინა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42