საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს:
„ჩვენი გზავნილი რუსეთის მიმართა არის, რომ ნატოს გაფართოება არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, მითუმეტეს საქართველოს წევრობა ნატოში არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, პირიქით, რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს სტაბილური მეზობელი და გარდა ამისა, ეს არის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს, დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, დამოუკიდებელ საერთაშორისო ალიანსთან და რუსეთს არ გააჩნია ამ ალიანსში ვეტოს უფლება, რაც არაერთხელ აღნიშნულა როგორც ნატოს, ისე მისი წევრი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსნეებთ, რომ სერგეი ლავროვმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება პროვოკაციაა.
მასალის გამოყენების პირობები






