,,აფხაზთა კრების“ ჩატარება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 17:20, 27 Sep, 2014     1773
სოხუმის დაცემის დღეს 30-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაციის, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ხელშეწყობით ჭადრაკის სასახლეში ,,აფხაზთა კრება“ ჩატარდა, რომელიც, ორგანიზატორების განცხადებით, არის ახალი მოძრაობის დასაწყისი. ,,აფხაზთა კრებას“ 500-მდე დელეგატი ესწრებოდა. ,,აფხაზთა კრებას“ მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაცია ,,ივერია“. დღეს ჩატარებულ კრებას ესწრებოდა ,,ივერიის“ წევრი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და მინსიტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან კრების დასრულების შემდეგ განაცხადა, აფხაზთა კრების შექმნა-დაფუძნება და დღევანდლი პირველი ყრილობის ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც მოქალაქეები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილები მიხვდნენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღება ,,და რაც მთავარია ხმის ამაღლება იმისათვის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა გახდეს დევნილების ინტერესების გამომხატველი და ამ ინტერესებზე მზრუნველი“-, აცხადებს ვაშაძე.

ყოფილმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში მნიშვნელოვანია საქართველო იყოს წარმოდგენილი ერთანი საზოგადოებრივი აზრით, მიუხედავად პოლიტიკური და იდეოლოგიური აზრთასხვადასხვაობისა.

,,არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვლაპარაკობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდეგანზე, განსაკუთრებით ამ ხელისუფლებსი პირობებში და სულ უფრო და უფრო ხშირად ვლაპარაკობთ ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგალითად ოკუპაციის კანონის ,,ჰუმანიზაცია“. ჩვენი ორგანიზაციის ,,ივერიის“ მიერთება ამ კრებასთან ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მოსაზრებებს ვიზიარებთ, მხარს ვუჭერთ და გვინდა, რომ ჟენევაში სადაც საქართველოს დელეგაცია ღებულობს მონაწილეობას რუსეთთან მოლაპარაკებაში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე, საქართველო იყოს წარმოადგენილი გაერთიანებული საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერით. არ შეიძლება ჩვენმა ნომერ პირველმა მოწინააღმდეგემ რუსეთმა არ იცოდეს რომ საქართველოში რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც შეეხება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოებრივი აზრი არის ერთანი, მიუხედავად პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებისა, სწორედ ამას ემსახურება ,,აფხაზთა კრება“ და რაც მთავარია, დროა არა მარტო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია დავიბრუნოთ, არამედ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიაც და ტოპონიმებიც, რადგან რუსეთის 200-წლიანმა ოკუპაციამ წაგვართვა არა მარტო ტერიტორია, არამედ ცდილობს წავართვას მაგალითად სახელი აფხაზეთი, რომელიც არის ძირძველი ქარტული ისტორიული სახელი იმ ერისა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ქართულ სახელმწიფოს ქმნის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და დასძინა, რომ

ყრილობა იყო ძალიან წარმომადგენლობითი, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია შეუერთდა ამ ყრილობას, ,, ვნახოთ რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას და შემდეგ ღონისძიებებზე მერე ვიფიქროთ, მაგრამ ის, რომ მოქალაქეებმა ხმა აღიმაღლეს და პოლიტიკური თვითშეგნება ირვიძებს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42