თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“
პოლიტიკა - 17:20, 27 Sep, 2014     1443

სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას.

„ საქართველოს გმირები გვაძლევენ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ სამშობლოს, როგორ იუნდა დავიცვათ ქვეყანა. მათი მაგალითით უნდა გაიზარდოს ყველა მოქალაქე, რომ ჩვენს ერში ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის ნება იყოს ძალიან მაღალი. ისეთი გამოწვევებით სავსე გარემოა ჩვენთან, რომ სწორედ ყველა ქართველი, ყველა მოქალაქე მზად უნდა იყოს, რომ თავის ქვეყანა ისე დაიცვას როგორც ამ ბიჭებმა დაიცვეს. ამიტომ, დღეს პატივი მივაგეთ 27 სექტემბერს აფხაზეთში დაღუპულ ყველა გმირს და წსორედ ჩვენი ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები მათი მაგალითით იზრდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ქვეყანას დაჭირდება, ზუსტად ასე დაუდგებიან გვერდში.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42