,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ორგანიზატორის მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარის მალხაზ პატარაიას განცხადებით, კრებამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლიც ერთი ნაწილი გულისხმობს აფხაზეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას და მეორე - აფხაზთა კრება მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ერთმნიშვნელოვნად გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე.

მალხაზ პატარაიას განცხადებით, დღევანდელ აფხაზეთის სტრუქტურებში ადგილი აქვს კორუფციას და ნეპოტიზმის ფაქტებს, პატარაიას თქმით, დევნილ მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. ,,დაბრუნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავრობა არალეგიტუმურად არის არჩული და ის არ ემორჩილება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კანონმდებლობას. მალხაზ პატარაიას თქმით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსეთის ინტერესების გამტარებელი პარტიის გენერალური მდივანია. პატარაია ასეთად ნინო ბურჯანაძის პოლიტკურ გაერთიანებას ასახელებს.
,,აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მთლიანად ჩამოყალიბდა კოლაბორაციონისტულ, მტერთან მოთანამშრომლე სტრუქტურად და მტერი კიდევ გახლავთ რუსეთი. პირველი ჩვენი ბრალდება, რაზეც კრებაზეც ვისაუბრეთ, გახლავთ ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე არის ერთმნიშვნელოვად კრემლოიდური ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი და მთელი ეს აპარატი გაავსო კრემლოიდებით და აქედან გამომდინარე, ეს უნდა გაიწმინდოს. მეორე გახლავთ სეპარატიზმი - ჩვენ მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებელი სტრუქტურა, რომელიც არ ემორჩილება და არ ცნობს საქართველოს კანონებს და ჰყავთ არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ერთ წლის წინ დანიშნეს ამ კანონის სრული იგნორირებით. მისი ყოფნა ამ თანამდებობაზე შეუთავსებელია თავისფულების ქარტიასთან, რადგან ის არის ყოფილი რაიკომის მდივანი და არ შეიძლება ასეთი მაღალი თანამდებობა დაიკავოს, გარდა ამისა, არ არის ლეგიტიმიზებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ. არის სხვა ბევრი ასეთი თვითნებობები და აღმაშფოთებელი ფაქტები აფხაზეთის სტრუქტურებში. გარდა ამისა, არის მრავალრიცხოვანი ნეპოტიზმის ფაქტები, რომელზეც გვქონდა საუბარი, კორუფციის ფაქტები, რომელზედაც პრესაშიც იწერება და მთავრი - დევნილი მოსახლეობისათვის თავისი საარჩევნო უფლების დაბურნება. ეს არის მთავრი საკითხები, რომელსაც ვუყენებთ არა მარტო აფხაზეთის ხელისუფლებას, არამედ ზოგადად ქვეყნის ხელისუფლებას. 23 წლის წინ არჩეული უმაღლესი საბჭო უნდა გადარჩეულ იქნეს სრული შემადგენლობით“, - აცხადებს მალხაზ პატარაია.
მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პატარაია ამბობს, რომ ,,აფხაზთა კრება“ და მისი მხარდამჭერები მიმართავენ ყველა დასაშვებ ზომებს, მისივე თქმით, კრება მზად არის აღნიშნულ საკითხზე, გამართოს კონსულტაციები როგორც აფხაზეთის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
ჩვენს გვერდით არის 33 არასამთავრობო ორგანიზაცია, 7 პოლიტიკური პარტია, ჩვენ გავარგრძელებთ მათთან კონსულტაციებს, გავარგრძელებთ მთავრობასთან, თუ იკადრა ამაზე საუბარი და მივმართავთ ყველა შესაძლო ფორმას. მივიღეთ ორი რეზოლუცია - რაც ყველაზე მთავარია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ერთმნიშვნელოვნად გადის საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, რაც უფრო ვშორდებით რუსეთს და ვუახლოვდებით დასავლეთს, მით უფრო ვუახლოვდებით აფხაზეთსა და შიდა ქართლს. მეორე რეზოლუციით მოვითხოვეთ აფხაზეთის მთავრობის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების ჩატარებას, რეზოლუციას დავუგზავნით ცენტრალურ ხელისუფლებას და აგრეთვე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

მასალის გამოყენების პირობები






