პრემიერი: მოვუწოდებ რუსეთს შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების - მშვიდობის ხორცშესხმაში
პოლიტიკა - 15:47, 27 Sep, 2014     2959

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თემაზე ისაუბრა, რუსეთს კი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა:

„ყოველ წელს საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებით „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს ჰუმანიტარული საკითხი და კვლავაც მტკიცედ და დამაჯერებლად დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს.

ნება მომეცით მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: „ძვირფასო დებო და ძმებო ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრბეთ და ჩვენს შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს“.

ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს.

ამასთან, მოვუწოდებ რუსეთს შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების - მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების - ხორცშესხმაში.

ჩვენი ისტორია და ღირებულებები ჩვენი სიძლიერეა, რომლებიც, ჩვენს სტრატეგიულ მდებარეობასთა ერთად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უნიკალური რამ შევთავაზოთ მსოფლიოს და ვიყოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42