„სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არის მძიმე, მიუღებელი და ის გადაიხედება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერმა განაცხადა, რომ არსებული ხელშეკრულება მხოლოდ კერძო კომპანიის ინტერესებზეა მორგებული.
„სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულება არის ძალიან მძიმე, ის ცალმხრივად, სრულად სითი პარკის ინტერესებზეა მორგებული, ანუ ერთ კომპანიაზეა მორგებული და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრეტენზია, რომელსაც ჩვენ ვუყენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე, მერიის მხრიდან ხელი მოაწერეს ამას და იმუშავეს ამ ხელშეკრულებაზე. ასევე, პრეტენზიებს ვუყენებთ სითი პარკს, რომელიც ამ ყველაფერს ბოროტად იყენებს, აქედან გამომდინარე ვგეგმავთ ხელშეკრულებაში ცვლილებებს და ეს ცვლილებები იქნება საზოგადოების ინტერესებზე მორგებული პირველ რიგში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






