ღარიბაშვილი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
პოლიტიკა - 14:09, 27 Sep, 2014     1156

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბელის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა და რუსეთს კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდა:

„ერთერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

მიუხედავად ამისა, საქართველო დღესაც იღებს ლტოლვილებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან. სამწუხაროა, მაგრამ ლტოლვილთა ახალი ტალღების კერები არ მცირდება, განსაკუთრებით უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო.

ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რისთვისაც ვაწვდით ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას, მაგალითად ვაგზავნით ექიმებსა და მედიკამენტებს, ვუცხადებთ მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ვთავაზობთ უსაფრთხო თავშესაფარს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვებისათვის.

გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რეფორმების გატარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42