ღარიბაშვილი: საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყნად
პოლიტიკა - 12:07, 27 Sep, 2014     1329

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება“, - საქართველოს პრემიერიმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბელის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა:

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო ღია და გლობალიზებული ხდება. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ვატარებთ რეფორმებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკასა და ქართველი ხალხის სრულ პოტენციალს, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვით და დამთავრებული ინვესტიციებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაში, საქართველო იქცევა 21-ე საუკუნის ეკონომიკის მქონე ქვეყნად, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ამ რეფორმების პარალელურად, ჩვენ მიზნად ვისახავთ გაეროს 2015 წლის შემდგომი პერიოდის განვითარების დღის წესრიგის შესრულებას. ჩვენ გავხდით ლიდერები მდგრადი განვითარების კუთხით, რამდენადაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით რიო + 20-ის შედეგებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა დადგინდეს ინკლუზიური და ადამიანებზე ორიენტირებული 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგი.

ეს დღის წესრიგი დაეთმობა ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის საჭიროებას.

ამავე დროს ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დასაქმების თანასწორი უფლებების გაფართოება. ხვალინდელი დღე მომავალ თაობებს ეკუთვნის. ასე რომ ჩვენი ბავშვების დაცვა და განვითარება მათი სრული პოტენციალის წარმოსაჩენად უნდა დაეფუძნოს უფრო მძლავრ ინვესტიციებს მათ განათლებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42