მსხვილი ამერიკული კომპანიები „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ცნობილი ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის შემდეგ გახდა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო გააცნო. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა.
„დეტალურად ვისაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მოგეხსნებათ, რომ ეს პროგრამა ვრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო კომპანიებზე, რამაც დააინტერესა ისინი და ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ამას ექნება კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






