,,ძალიან მისასალმებელია ის, რომ აფხაზეთიდან დევნილები და არა მხოლოდ ისინი, ცდილობენ, რომ უფრო აქტიური გახადონ ქართული საზოგადოება ამ ნომერ პირველ საკითხში და ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ნამდვილად უნდა იყოს ნომერი პირველი, ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს ადამიანები, ვინც აქ არიან შეკრებილი, თვლიან, რომ აფხაზეთის მთავრობა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება, ამჯერად წინ წამოწიეს ეს საკითხი, თუ ეს მოხერხდა, რომ უფრო ეფექტური აფხაზეთის მათვრობა მივიღეთ, ძალიან კარგი იქნება, რადგან ეს სტრუქტურა მნიძვნელოვანია რომ არსებობს და ფუნქციონირებს და ის ბუნებრივია, უნდა იყოს ბევრად აქტიური ვიდრე დღეს არის“, - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვასთან დაკავშირებით, თამარ ჩხეიძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთის სურვილი და მისი დავალებაა.
,,ხელისუფლება მოსვლის დღიდან შეუჩნდა ამ კანონს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ასეთია რუსეთის დავალებაც. აბსოლუტური სიცრუეა ის, თითქოსდა ეს იყო ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნასთან დაკავშირებული, არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ მათ უნდათ რომ შეასუსტონ ეს კანონი, პირდაპირ ვერ ამბობენ, მაგრამ ამის მცდელობას აქვს ადგილი, ასეთია რუსეთის სურვილი. ცდილობენ, რაც შეიძლება დეკრიმინალიზაციისკენ წაიყვანონ და ამით დააკნინონ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, ამ საკითხში განსაკუთრებით გამოირჩევა ზაქარეიშვილის მოღვაწეობა, ისევე როგორც ზოგადად აფხაზეთის საკითხში მისი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია ცობილია“, - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






