,,27 სექტემბერი არის ტრაგიკული დღე - სოხუმის დაცემის დღე, რომელი ტიკივილიც ალბათ არასოდეს გაქრება არცერთი ქართველის გულიდან და ეს ასეც უნდა იყოს, თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს აფხაზეთი და სანამ გვემახსოვრება, ახლოს ვიქნებით იმ გზების ძიებასთან, რითაც შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძირძველი მიწები. ჩვენ ვგეგმავთ აფხაზეთიდან დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერობით ჩატარდეს აფხაზთა კრება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი საქართველოში და მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ორგანიზაციის გაჩენა, რომელსაც მხარს უჭერს ყველა ჯანსაღი ქართველი, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის არდგენისთვის. მე იმედი მაქვს, სულ მალე, თუ სწორი ნაბიჯებით ვივლით, ასეთივე კრება ჩატარდება სოხუმში. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დამარცხება პუტინის ტოტალიტარული რეჟიმი და რუსეთის იმპერიული პოლიტიკა. ამდენად, ჩვენ დასაველთთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთიანობა“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






