გმირთა მოედანზე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული აქცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
პოლიტიკა - 23:53, 26 Sep, 2014     2179
გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა დაღუპული გმირების გვარები და სახელები ხმამაღლა წაიკითხეს. აქციის მონაწილეებს სპეციალური მაისურები ეცვათ წარწერით: ,,აფხაზთა კრება“, ასევე წარმოდგენილი ჰქონდათ აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოები. აქციას ესწრებოდნენ ,,აფხაზთა კრების“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. როგორც ,,ნიუპოსტს“ მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარემ მალხაზ პატარაიამ განუცხადა, აღნიშნული აქციის გაგრძელება იქნება, 27 სექტემბერს ჭადრაკის სასახლეში დაგეგმილი ,,აფხაზთა კრება“, რომელიც განიხილავს აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ახალი არჩევნებისა და აფხაზეთის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, კრებაზე მიღებული იქნება სპეციალური რეზოლუცია.

მალხაზ პატარაიას თქმით, ვეტერანთა დეპარტამენტმა უარი განუცხადა აქციის მონაწილეებს დაღუპული მეომრების სრული სიის გადმოცემაზე.

,,აფხაზთა კრების“ მონაწილე ახალგაზრდული ორგანიზაციების თაოსნობით ტარდება დღევანდელი აქცია ,,უკვდავების გადაძახილი“. ერთ-ერთ საორგანიზციო სხდომაზე გაგვიჩნდა ასეთი იდეა, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ტრადიციას ანუ ყოველ დღევანდელ დღეს წაკითხული იქნას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების გვარ-სახელები. სამწუხაროდ 4000 ადამიანის სია ჩვენ არ გვაქვს, ვეტერანთა დეპარტამენტთმა უარი გვითხრა სიების გადმოცემაზე, ათი დღე დავდიოდით ამისთვის და უარი გვითხრეს იმ მოტივით, რომ თურმე დაღუპული გმირების ვინაობა საჯარო არ ყოფილა და ჩვენმა ახალგაზრდება მოიძიეს მაინც ეს ინფორმაცია ინტერნეტის, წიგნების მეშვეობით. ჩვენ გვაქვს 2000 ადამიანის სია, ჩვენ წინასწარ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს, ახლობელებს თანამებრძოლებს, ვისაც ვერ წავიკითხავთ, მაგარმ ეს იყო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ჩემი აზრით, ბატონმა შიხიაშვილმა ალბათ მიიღო ინფორმაცია ამ აქციის შესახებ და ვინაიდან ეს არის იყო სახელისუფლო ღონისიძება, გადაწვიტა ამ გზით ჩაშლა“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42