,,აფხაზთა კრების“ მაგვარი ინიციატივები, მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც არ არის აფილირებული არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან წლები გადის და ჯერ-ჯერობით ეს მოუშუშებელი ჭრილობა, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მოგვარებული არ არის. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ასეთი ტიპის ინიციატივები არის სიმბოლური, მაგრამ სწორედ სიმბოლურის გარდა ამას აქვს ის დატვრითვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ვალდებულნი ვართ ჩვენ ყველანი, თუ გვქვია ამ ქვეყნის მოქალაქეები და გაგვაჩნია ოდნავ მაინც ერთიანობის განცდა, შევიტანოთ ჩენი კონტრიბუცია ამ საქმის კეთებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივას არ აქვს კონკრეტული პოლიტიკური სარჩული, ეს არის წმინდა საზოგადოებრივი და ზოგადი სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა იმ მოვლენების მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა კობიძემ.
მისივე თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელწმიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობა. კობიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას. ,,რეფორმატორთა კლუბის“ ექსპერტი თვლის, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დონემდე ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დაყვანა მიმართულია ჟენევის ფორმატის შესუსტებისკენ, სადაც კობიძის თქმით, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე.
,,მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაკავშირებულია ჟენევის ფორმატის შესუსტებისკენ და ამ მტკივნეული საკითხის კარასინი აბაშიძის შეხვედრის დონეზე დაყვანით, სადაც საუბარია რუსეთთან ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რეალურად წინსვლას ვერ ხედავს საზოგადოება ამგვარი შეხვედრების მეშვეობით რა ნაბიჯები იდგმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ და მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები და ამის ფონზე კიდევ ჟენევის ფორმატის დასუსტება არის ამ ხელისუფლების დანაშაული. ჟენევის ფორმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან ჟენევის ფორმატში რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმატში აღიარებული იქნა, როგორც კონფლიქტის მხარე და რომ ის იყო რეალური დამნაშავე და ხელშემწყობი იმ საზარელი მოვლენებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“, - აცხადებს კობიძე.
ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების იმ საკანონმდებლო პაკეტზე, სადაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო გადაადგილების მიმართ რეჟიმის შემსუბუქებასა და ამ ქმედების დასჯადობაზე.
,,ამგვარი ტიპის ლიბერალიზაცია ისეთ ძალასთან, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და რომელსაც ყველამ იცის, რომ საქართველოს მიმართ არანაირი კეთილი ზრახვა არ გაჩნია, მე ვფიქრობ რომ ღალატი თუ არა საუკეთესო შემთხვევაში ეს არის უაზრო მიამიტობის ბრალი, რისი შედეგებიც ჩვენ უკვე ვიწვნიეთ 20 წლის წინ. გამომდინარე აქედან, ჩვენი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია იქნება ის, რომ გადახედოს მთავრობამ კიდევ ერთხელ თავის პოლიტიკას, რადგან ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნავს ირაკლი კობიძე.
მასალის გამოყენების პირობები






