საპარლამენტო უმცირესობის წვერი ზურაბ ჯაფარიძე, ეკა ბესელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი აცხადებს, რომ სტატისტიკური მონაცემები არ იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ კრიმინალმა იმატა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„წამება, რომელსაც ადარებთ წლევანდელ სტატისტიკას შარშანდელს და იმის წინანდელს, ეს შედარება არის სრულიად უადგილო, როგორც ლევან იზორიამ განაცხადა მეთოდოლოგია მაშინდელი დათვლის სხვა იყო და ახლა სხვა არის, თქვენ ახლა ვაშლს ადარებთ მსხალს, რაც სრულიად აზრს მოკლებულია და შინაარსისგან დაცვლილია. თქვენი სტატისტიკა არ არის სანდო, მარტივი მიზეზების გამო, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებისთვის ციფრებით მანიპულირება იქცა ჩვეულებრივ პროცესად. ეს კი არ არის გაყალბება, ეს არის მანიპულრება ციფრებით იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც ამ ციფრებმა შეიძლება გიჩვენოს, არ არის ამ ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად მისღები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალის სტატისტიკას, ეს ეხება ეკონომიკასაც“,- განცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






