„კრიმინალთან ბრძოლა ეს არის თითოეული ქვეყნის და მმართველობის გამოწვევა, მთავარია ხელისუფლებამ სწორი მიმართულებით იბრძოლოს“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ კრიმინალი არის რეალობა, რომელსაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს:
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოში მთავარი კრიმინალი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულებასთან ერთად დასრულდა. რა კრიმინალის სტატსტიკაზე ვსაუბრობთ, როცა ვაანალიზებთ წინა ხელისუფლების მმართველობას. საპარალამენტო არჩევნების შემდგომ სამ თვეში 22 ათასი საჩივარი შევიდა მთავარ პროკურატურაში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სტსტისტიკაზე, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფო ტერორთან.
კრიმინალთან ბრძოლა ეს არის თითოეული ქვეყნის და მმართველობის გამოწვევა, მთავარია ხელისუფლებამ სწორი მიმართულებით იბრძოლოს, ჭიკაიძეს ვერ დაესიზმრება, რომ 80 წლის კაცი მოკლავს ქალბატონს, რა თქმა უნდა არ ვართ კმაყოფილი, ჩვენი ოპონენტები ჩვენთან არ არიან დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს მოწინააღმდეგე გახდა დღეს. კრიმინალი ეს არის რეალობა, მაგარამ ამ კრიმინალს სახელმწიფო სუფთა ხელებით ებრძვის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






