ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონში ცვლილებებს ევროკავშირი არ ითხოვს
პოლიტიკა - 17:07, 26 Sep, 2014     1144

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნაა.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, პაატა ზაქარეიშვილი აპელირებენ, რომ კანონში ცვლილებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითხოვს, რაც, მისი განცხადებით, არასწორია.

"მე ვიყავი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი ასოცირების შეთანხმების ტექსტზე და მინდა გითხრათ, რომ ხელშეკრულება აბსოლუტურად არაფერს ამბობს ამ ცვლილებების შესახებ, არსად არ არის ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი. ის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს ასე თუ ისე აღქმული, როგორც დამავალდებულებელი ქართული მხარისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს კანონში, არის ე.წ. ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც წერია მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ზოგადი ფრაზა, რომ "კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში, რათა იქნას ვაჭრობა, მოგზაურობა და ინვესტირება ხელშეწყობილი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მათ შორის კანონის გადახედვასთან დაკავშირებით". ის ცვლილებები, რომელიც ახლა არის შეტანილი პარლამენტში, რეჟიმის დეკრიმინალიზაციას ეხება სახელმწიფო საზღვრის პირველ კვეთაზე, საუბარია საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე და არაფერი კავშირი არ აქვს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოძრაობასთან, ამიტომ დაბრალება ევროკავშირზე, რომ მათი მხრიდან არის ეს მოთხოვნა, არასწორია", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება სასაზღვრო მონაკვეთების უკანონოდ გადმოკვეთის პირველი შემთხვევის დროს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებას ითვალისწინებს. სისხლისსამართლებრივი დევნა კი, კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42